ბრიუსელი ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ბოლო გაფრთხილებას აძლევს

მწვავე შეფასებები ევროპარლამენტში – ბრიუსელი ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს ბოლო გაფრთხილებას აძლევს. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო აქტივისტების დევნის გამო მმართველი გუნდი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

ევროპარლამენტარების მხრიდან შეკითხვები დაისვა ნიკა გვარამიას საქმეზე და გაიჟღერა კონპრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გვარებმაც.
დღეს ოცნების წარმომადგენლებს ევროპარლამენტში პირდაპირ ჰკითხეს დარჩა თუ არა ვინმე ოპოზიციიდან ვინც არ დაუბარებიათ საგამოძიებო უწყებაში და რომელთა წინააღმდეგაც არ აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე. დრეს ყველაზე მწვავე კითხვები პოლიტიკურ რეპრესიებზე დაისვა და ევროპარლამენტარები თავიანთ შეფასებებში ძალიან ხშირად იყენებდნენ სიტყვას პოლიტპატიმარი და პირდაპირ ეკითხებოდნენ “ოცნების” წარმომადგენლებს იზიარებენ თუ არა ეს პოლიტპატიმრები იმ განცხადებას, როცა ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ დღეს საქართველო ევროპასთან ისე ახლოსაა ვიდრე ოდესმე.
ევროპარლამენტში საუბარი იყო საქართველოში შექმნილ კრიზისზე, იმ რთულ ვითარებაზე, რომელშ ქვეყანა აღმოჩნდა. დღეს ევროპარლამენტარებმა პირდაპირ უთხრეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, რომ თუ ივანიშვილი “ქართული ოცნება” ვერ შეასრულებს დაპირების შესრულებას პეოპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ცივილიზებული სამყარო ამას აღიქვამს, როგორც უკან გადადგმულ ნაბიჯს დემოკრატიის თვალსაზრისით, ევროპარლამენტარების თქმით, თუ ეს ვერ დაინახეს მაშნ ღიად შეიტანენ ეჭვს შემდგომი არჩევნების სამართლიანობაში.
ევროპარლამენტარებისთვის ნაკლებად დამაჯერებელი აღმოჩნდა მმართველი გუნდის მიერ გაჟღერებული ვერსია, რომ შიდა უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და დღეს ევეპის პოლიტიკურ ცენტრში პირდაპირ კითხეს ივანიშვილის გუნდის წარმმომადგენლებს თავად თუ სჯეროდათ ამ ზღაპრის.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები, რომლებიც მოსმენას ესწრებოდნენ, თავის მართლების რეჟიმში იყვნენ ყველაფერს ცუდ ოპოზიციას აბრალებდნენ და ამბობდნენ, რომ ევროპარლამენტარები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.