ბრძოლა კორუფციასთან და კავშირები ინვესტორებთან – ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის მიზეზებზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება რეფორმებში და მისი კავშირები ინვესტორებთან – უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკის იმ მიზეზებს ასახელებს, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მთავარ რეფორმატორად დანიშვნა განაპირობა. 

ზელენსკის განცხადებით, სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია.

მეორე მხრივ, მას ძლიერი კავშირები აქვს ინვესტორებთან. ჩვენ განვიხილეთ საპენსიო რეფორმა და უკვე დროა, ის უკრაინაში განვახორციელოთ,- აღნიშნა ზელენსკიმ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გასულ კვირას დაინიშნა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.