“გაეროს კვლევის მიხედვით, საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგებულია”

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ გამოაქვეყნა კვლევა მოსახლეობაში შიმშილის შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველოს რეგიონში ყველა ცუდი პოზიცია უკავია. 

“კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 8.2 % შიმშილობს და ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია უკანასკნელ წლებში. ამავე დროს, იგივე მაჩვენებელი სომხეთში 5-ჯერ შემცირდა და ამჟამად 2.6%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში კი 2.4%-მდე დავიდა. აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ დღევანდელი მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა და დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ მათი მთავარი საზრუნავი ადამიანია. მთავრობას, რომელმაც სამჯერ გაზარდა სახელმწიფო ვალი 8 წლის განმავლობაში და ამავე დროს, გააორმაგა შიმშილის დონე ქვეყანაში, არანაირი მორალური უფლება აღარ აქვს, დარჩეს ხელისუფლებაში,”- განაცხადა მიქაუტაძემ და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ისტორიაში ვალისა და შიმშილის მთავრობის სახელით შევა.

“ლელოს „მარშალის გეგმის“ მიხედვით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში შეიქმნება 200.000 ახალი სამუშაო ადგილი და გატარდება ისეთი სოციალური პოლიტიკა, რომელიც არცერთ ჩვენს თანამოქალაქეს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებს, არ დატოვებს მზრუნველობის გარეშე. ლელო დაასრულებს შიმშილს ქვეყანაში,”- აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.