გაეროს პირველი რეზოლუცია COVID-19-ზე ქვეყნებს ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პირველი რეზოლუცია კორონავირუსის თაობაზე, რომელიც ქვეყნებს პანდემიასთან ბრძოლაში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. “დისკრიმინაციის, რასიზმის და ქსენოფობიის ადგილი არ არის”, ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუცია წარადგინეს შვეიცარიამ, ინდონეზიამ, სინგაპურმა, ნორვეგიამ, ლიხტენშტეინმა და განამ. 193 წევრი ქვეყნიდან მას მხარი 188 ქვეყანამ დაუჭირა.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა, ხოლოდ დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.