გაერო: ბავშვების მომავალი საფრთხეშია

ბავშვების და მოზარდების კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში საფრთხე ემუქრება და არც ერთი ქვეყანა არ იჩენს მათ დასაცავად საჭირო ძალისხმევას. ამის შესახებ BBC გაეროს მასშტაბურ კვლევაზე დაყრდნობით წერს

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვების მომავალს საფრთხეს კლიმატის ცვლილებები, არაჯანსაღი საკვები და სიგარეტის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ცხოვრების არაჯანსაღი წესის პროპაგანდა უქმნის. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და Unicef-ის შეკვეთით ჩატარებულ კვლევაზე 40 დამოუკიდებელი ექსპერტი მუშაობდა, რომელმაც ბავშვების მდგომარეობა 180 ქვეყანაში შეისწავლა. მათი დასკვნა საკმაოდ შემაშფოთებელია: ყველაზე მდიდარი ქვეყნები დღეს რეიტინგის სათავეში იმყოფებიან, თუმცა ეკოლოგიის სფეროში მდგრადი განვითარების პრობლემით სათანადოდ არ არიან დაინტერესებულები, რითაც მომავალ თაობებს რისკის ქვეშ აყენებენ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.