გაერო-ს გენერალური ასამბლეა რუსთისგან ყირიმიდან სამხედროების გამოყვანას მოითხოვს – საქართველოს ოკუპაციის გამქრალი ფაქტორი საერთაშორისო ასპარეზზე

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 9 დეკემბერს, ყირიმის, აზოვისა და შავი ზღვის წყლების „მილიტარიზაციის პრობლემის“ შესახებ რეზ9ოლუცია მიიღო. ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის წარმომადგენლობა Twitter-ზე წერს.

რეზოლუციას მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი 19 იყო, ხოლო 66-მა თავი შეიკავა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წინააღმდეგი იყო სომხეთი, ბელარუსი, ბურუნდი, კამბოჯა, ჩინეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, ყირგიზეთი, ლაოსი, მიანმარი, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, ლიბანი, სუდანი, სერბეთი, სირია, ვენესუელა და ზიმბაბვე.

რეზოლუციის მთავარი მოთხოვნა ყირიმის ნახევარკუნძულიდან რუსეთის სამხედროების გამოყვანა და უკრაინის ტერიტორიების დროებითი ოკუპაციის შეწყვეტაა.

რეზოლუციაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მოსკოვმა უნდა გაათავისუფლოს რუსეთში დაკავებული უკრაინის მოქალაქეები, დოკუმენტში დაგმობილია ყირიმში სამხედრო სწავლებები.

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილის დმიტრი პოლიანსკის თქმით, რეზოლუციის პროექტი სიცრუეს წარმოადგენს, ხოლო თავად რეზოლუციის დასახელებაში შეცდომაა დაშვებული, რადგან, როგორც იგი აღნიშნავს, ყირიმის მილიტარიზაციის პრობლემა არ არსებობს.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.