გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ გადაუარა ტაქსიმ ხალხს მოსკოვში

უბედური შემთხვევა მოხდა რუსეთში. მოსკოვში ტაქსი ხალხში შევარდა და ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სულ 8 ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. ოფიციალური ვერსიით, ტაქსის მძღოლს სატერფულები აერია ერთმანეთში.

პოლიციის ცნობით, ტაქსის მძღოლი 28 წლის კაცი ყირგიზეთის მიერ გაცემული მოწმობით მართავდა მანქანას. იგი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება. ინცინდენტი მოხდა ტურისტებით ყველაზე უფრო გადატვირთულ, მოსკოვის წითელ მოედნის მახლობლად.

სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ გადაუარა ტაქსიმ ხალხს მოსკოვში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.