გალის რაიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა

გალის რაიონში კომენდანტის საათი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ე.წ. საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის მიზნით, დე-ფაქტო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 28 მარტიდან კომენდანტის საათი ამოქმედდეს, რომელიც 0:00-დან 06:00-მდე იმოქმედებს.

ცნობილია ისიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა ამოქმედებული და შესაბამის “დადგენილებას” ​ხელი დე-ფაქტო პრეზიდენტმა ვალერი ბგანბამ მოაწერა. სწორედ ამ “დადგენილებაში” აღნიშნულია, რომ ე.წ. მთავრობას შეუძლია ოკუპირებული რეგიონის ნებისმიერ ლოკაციაზე საჭიროების მიხედვით გამოაცხადოს მათ შორის კომენდანტის საათი. 

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა 28 მარტს შევიდა ძალაში და ის 20 აპრილამდე იმოქმედებს. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.