გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის. კვლევის შედეგები, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება დღეს, 23 ივნისს გასაჯაროვდა.

ამავე კვლების მიხედვით, ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება გამოკითხულთა 23 პროცენტი, ხოლო 15 პროცენტი პასუხობს, რომ “არა”. დარჩენილ 16 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

აქვე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 40-40 პროცენტის აზრით, სასამართლო გავლენიანი ჯგუფის (კლანის) გავლენის ქვეშ არის და მიკერძოებულია. მოსამართლეთა კვალიფიკაცია გამოკითხულთა მხოლოდ 30 პროცენტს მოსწონს, სამართლიანობა კი 20-ს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2,2%-ია.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.