გარდაცვლილი ადამიანები “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში და არც ერთი რუსეთის მოქალაქე

ვიცე-სპიკერის, „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავრობის მიერ შედგენილ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე არ მოხვდა. მისივე ინოფრმაციით, სიაში შეყვანილი რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილია.

“სამწუხაროდ, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არ არის შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე. კერძოდ, არ არიან შეყვანილი “ეფ-ეს-ბეს“ ადგილზე არსებული “გერეუს“ და ზოგადად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს და ხშირ შემთხვევაში არიან პასუხისმგებელნი არა მარტო დანაშაულის ჩადენაზე, არამედ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაზე. არც ერთი ასეთი ადამიანი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში არ მოხვდა! ჩვენ, “ევროპული საქართველო“ გავაგრძელებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ ერთის მხრივ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც მოხვდნენ ამ სიაში, მეორე მხრივ, ამ სიამ მოიპოვოს მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებში. ჩვენი კონკრეტული ძალისხმევით ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მოწოდება ევროკავშირის ქვეყნებისადმი, რომ მათ ამ სიაში მყოფი ადამიანები შეიყვანონ თავიანთ სანქცირებულ ადამიანთა სიაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს სიას და განავრცოს ის. შეიყვანოს მასში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ეს პასუხისმგებლობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე არის დღეს.

ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოვლენა არის, რომ სიაში სამწუხაროდ შეყვანილი არიან ადამიანები, რომლებიც არიან გარდაცვლილები. ესეც მეტყველებს იმაზე, თუ როგორი არასერიოზული იყო მათი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სია. ეს არის სია, რომელიც კონკრეტულ გზავნილს აგზავნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ან არღვევენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს ან შეიძლება მომავალში დაარღვიონ, რათა მათ კარგად გაიგონ, რომ ამის გამო მოუწევთ როგორც პოლიტიკური, ისე კონკრეტული ფასის გადახდა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში უკვე შევიდა. მასში 33 პირია შეყვანილი:

1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.
აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.