გახარია: გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა – ხელისუფლების შეცდომის და დანაშაულის საჯაროდ აღიარება?

სერგეი გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, 20 ივნისის მოვლენები სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი იყო და „ქვეყანამ პარლამენტში შევარდნა ისტორიას უნდა ჩააბაროს“.

„ბევრი არის ილუზიებში. ეს ყველაფერი არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, ყველაფერთან ერთად არსერიოზული, მაგრამ ღიმილისმომგვრელიც. ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ჰქონდათ ასეთი ილუზია. გავიგეთ, რომ ვიღაცები ცდილობენ თავი გმირებად წარმოაჩინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე. ისიც კარგად მესმის, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა და ეს თავიდანვე იყო ნათქვამი, შეცდომაზე უფრო მძიმედ შეიძლება ამის შეფასება, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, რომ ქვეყანაში ვინმეს მოუწოდოს კი არა, იოცნებოს რაღაც რევოლუციებზე და გადატრიალებებზე. ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დავივიწყოთ. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები. ეს ქვეყანა უნდა მიხვდეს და მიეჩვიოს, რომ არჩევნები და ამომრჩევლის ურნა არის ის ადგილი, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს იქნება მმართველი პარტიისთვის კი არა, ქვეყნისთვის კარგი. ამ ქვეყანას აფასებენ არა პარტიებით, არამედ იმ წარმატებითა და ქმედებებით, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ამიტომ, ეს უნდა გვახსოვდეს და ცოტა პასუხისმგებლიანად მოვეკიდოთ იმას, რასაც ვამბობთ“,- განაცხადა გახარიამ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.