გახშირებული კრიმინალი საქართველოში – განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი 150 %-ით გაიზარდა

გაზრდილი კრიმინალი საქართველოში

გაზრდილი კრიმინალი საქართველოში – განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი 150 %-ით გახშირდა

Gepostet von მთავარი არხი • Mtavari Arkhi am Freitag, 10. Juli 2020

 

საქართველო ბნელ 90-იანებს დაუბრუნდა. ქვეყანაში ასეთი უმძიმესი კრიმინოგენული ვითარება წლებია, არ ყოფილა. უკიდურესად რთულ მდგომარეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებიც ადასტურებს. 

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანაში 30 განზრახ მკვლელობა მოხდა და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. საუბარია იანვრიდან მაისის ჩათვლით არსებულ პერიოდზე და თუ ჩვენ მას შევადარებთ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, ეს მონაცემები 150 პროცენტით არის გაზრდილი, ვინაიდან შარშან 12 განზრახ მკვლელობა მოხდა. 

ცვლილებაა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებითაც – 2020 წელს 18 შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს კი 16. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.