გენერალი ბენ ჰოჯესი: ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობა არ უჭერს მხარს ანაკლიის პროექტს და კრემლის ზეწოლას უხრის თავს

„ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობა სათანადოდ არ უჭერს მხარს ანაკლიის პროექტს და ნაცვლად ამისა, კრემლის ზეწოლას უხრის თავს. ამით საქართველო კარგავს შანსს, შეცვალოს ეკონომიკური და უსაფრთხოების დინამიკა მთელი შავი ზღვის რეგიონში”.

ბენ ჰოჯესი
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი
……………..
ბენ ჰოჯესის ანალიზის მიხედვით, საქართველომ ანაკლიის პროექტის შეწყვეტით სამი რამ დაკარგა:

* შანსი, მნიშვნელოვად განევითარებინა ქვეყნის ეკონომიკა;
* შანსი, გაეუმჯობესებინა საკუთარი უსაფრთხოება;
* შანსი, შეეცვალა ეკონომიკური და უსაფრთხოების დინამიკა მთელი შავი ზღვის რეგიონში.
…….
„საქართველო გახდებოდა ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საპორტო ადგილი და ეს ანაკლიას შეეძლო. ამის შემდეგ ბევრი ევროპული ქვეყანა ჩადებდა ინვესტიციას ანაკლიაში და შესაბამისად, ეს იქნებოდა საქართველოს უსაფრთხოებაში ჩადებული რეალური ინვესტიცია. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება რუსეთი ამ პროექტს.

ის, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას, რა თქმა უნდა, კრემლის ერთ-ერთი მიზანია..
საქართველოს მთავრობა სერიოზულად რომ მიდგომოდა ამ პორტის მშენებლობის საკითხს, ახლა პორტი მშენებლობის პროცესში იქნებოდა. ამ პროექტის დახურვა გამოიწვია იმან, რომ არ არსებობდა სათანადო პოლიტიკური ნება“.

ბენ ჰოჯესი „Accent news””-თან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.