გენერალი ბენ ჰოჯესი რუსეთის გავლენის განეიტრალების ერთ-ერთ საშუალებად, ანაკლიის პროექტის განხორციელებას ასახელებს

ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა რუსეთის გავლენის განეიტრალების ერთ-ერთ საშუალებად, ანაკლიის პროექტის განხორციელება დაასახელა. მისი განცხადებით, ანაკლიის პროექტი რომ განხორციელებულიყო საქართველოში ინვესტიციებს ევროპული ქვეყნები ჩადებდნენ და განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე გამახვილდებოდა.

„ანაკლიის პორტი ნათელი მაგალითია, თუკი საქართველოში აშენდებოდა და იქნებოდა ღრმაწყლოვანი პორტი, ის დააკავშირებდა ევროპასა და აზიას. ტვირთები იმოძრავებდა შავი ზღვის გავლით და ევროპული ქვეყნები დაინტერესებული იქნებოდნენ, რომ საქართველო უსაფრთხო და სტაბილური ყოფილიყო. დაიწყებოდა ინვესტიციების ჩადება ქვეყანაში და განსაკუთრებული ყურადღება იქნებოდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ბორდერიზაციის მიმართ“, – აცხადებს ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილი მთავარსარდალი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.