გერმანიის ქალაქ ჰანაუში სროლის შედეგად 8 კაცია მოკლული, 5 კი დაჭრილი (ვიდეო)

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად, დაახლოებით 23 საათსა და 06 წუთზე ადგილობრივი დროით, ქალაქის ცენტრში მდებარე ჩილიმ ბარის წინ მყოფი სამი კაცი ჩაცხრილეს მოძრავი მანქანიდან. 

ამის შემდეგ მუქი ფერის ავტომობილი კესელშტადტის რაიონისკენ გაეშურა და იქ მდებარე ჩილიმ ბარში ხუთი კაცი მოკლა.

 ვრცელდება ინფორმაცია აგრეთვე ხუთი დაჭრილის შესახებ. 

ამ დროისთვის (მასალის მომზადებულია 04 საათსა და 55 წუთზე თბილისის დროით) ძებნის ოპერაციაში ჩართულ პოლიციის მრავალრიცხოვან კონტინგენტს ჯერ კიდევ არავინ არ დაუკავებია.

89 ათას მაცხოვრებლიანი ქალაქი ჰანაუ ჰესენის მხარეში მდებარეობს მაინის ფრაკფურტთან, მისგან აღმოსავლეთით, შედის დარმშტადტის  ადმინისტრაციულ ოლქის შემადგენლობაში.


მოამზადა რაულ კაპანაძემ

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.