გერმანულ კლინიკაზე კიბერშეტევის კვალი, რომელსაც პაციენტის სიკვდილი მოჰყვა, რუსეთამდე მიდის

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ექსპერტების ცნობით, დიუსელდორფის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალზე განხორციელებული კიბერთავდასხმის კვალი რუსეთამდე მიდის. 

კიბერთავდასხმა ჰოსპიტალზე ორი კვირის წინ განხორციელდა, რამაც ჰოსპიტლის კომპიუტერული სისტემის სრული შეფერხება გამოიწვია. შედეგად, ერთ-ერთი პაციენტი ქალი, რომელსაც დაუყოვნებლივი მიღება ესაჭიროებოდა, სხვა საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა. 

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ცენტრალური ადმინისტრაციის განცხადებით, გამოძიებამ სპეციალისტები რუსი ჰაკერების დაჯგუფებამდე მიიყვანა. მათი თქმით, ჰაკერები თავდასხმას ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტზე გეგმავდნენ, რომელთანაც დიუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკაა დაკავშირებული.

დიუსელდორფის პოლიციის წარმომადგენლები კიბერთავდასხმის ავტორებთან კონტაქტზე გავიდნენ და შეატყობინეს, რომ თავდასხმის შედეგად სწორედ კლინიკის მუშაობა შეფერხდა, რაც პაციენტების ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს, რის შემდეგაც, ჰაკერებმა თავდასხმა შეაჩერეს და ბაზებთან წვდომის აღსადგენად ციფრული კოდი წარმოადგინეს. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.