გვარამია: „კაწრო“ შაქარაშვილის საქმის მკვლელობაში კი არა, საქმის „ჩაფარცხვაში“ მონაწილეობდა

კაწრო” შაქარაშვილის საქმის მკვლელობაში კი არა საქმის “ჩაფარცხვაში” მონაწილეობდა, – ამის შესახებ განცხადებას მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია აკეთებს.

მისი განცხადებით, ისინი საგამოძიებო ჟურნალისტიკას აწარმოებენ, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ შაქარაშვილის საქმე გაიხსნას.

„რა ვიცი ზუსტად, ეს აინტერესებდათ. როგორც ფაქტი, ვიცი “კაწროს” მონაწილეობა. ამას არ უარვყოფ და ამაზე იქნება კიდევ და კიდევ ჩვენი მამტკიცებელი და მამხილებელი გამოძიებები. მონაწილეობა არა იქ ასვლით, არა მკვლელობაში მონაწილეობის მიღებით, ბატონ ბილანიშვილზე ვსაუბრობ, არამედ ჩაფარცხვაში მონაწილეობაა. გამოძიებას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ მკვლელების აღმომჩენები არ ვართ, ჩვენ ვართ გამომძიებელი ჟურნალისტები, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქმე გაიხსნას“, – განაცხდა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ გვარამია საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანხლებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, გამოკითხვაზე გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას მიერ გამოთქმულ ვარაუდებთან დაკავშირებით იყო საუბარი.

შეგახსენებთ, მიკროავტობუსის გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირი, ვისაც ამირხანაშვილი შეხვდა, სავარაუდოდ, ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ იყო.

მოგვიანებით ბილანიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. მან უწყება დაახლოებით 5-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადაბილანიშვილის ალიბი ჰქონდა და მან საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა. უფლებადამცველმა ასევე აღნიშნა, რომ შსს-მ დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელიც გავრცელებულ კადრებში ჩანს.  

ავთო ბილანიშვილის შემდეგ, შსს-ში გამოკითხვაზე ლაშა ლურსმანაშვილი შევიდა. თითქმის 6-საათიანი დაკითხვის შემდეგ, მან უწყება დატოვა და განაცხადა, რომ თეთრპერანგიანი პირი, რომელიც კადრებში ჩანს თავად არის, თუმცა, გურამ ამირხანაშვილს არ იცნობს. მისივე თქმით, ამირხანაშვილმადიდუბეში ტელეფონზე დარეკვა სთხოვა, თუმცა მას დასარეკი არ ჰქონდა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ავტორი: გურიის მოამბე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.