გვარამია: მინდა ვკითხო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციური არხებიდან, როგორ ახერხებთ “მთავარისთვის” აკრძალული რესპოდენტების ეთერში მიწვევას?

“მინდა ვკითხო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციური არხებიდან, როგორ ახერხებდნენ ყოლოდათ რესპოდენტებად მაგალითად პანდემიის სამთავრობო ექიმები, ან ახლა შაქარაშვილის საქმეზე ნებისმიერი ადვოკატი ან სხვა ფიგურანტი? აი ისინი, მთავარ არხზე მოსვლა რომ აკრძალული აქვთ, ცხადია, მთავრობის მიერ და ფეხს ვერ შემოადგმევინებ ვერას გზით” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალუტრი დირექტორი.

“როგორ ახერხებთ, კოლეგებო? ქებათა ქება თქვენს ნიჭსა და პროფესიულ უნარებს! ჩვენ, მაგალითად, შაქარაშვილის მეგობრებთან, მასწავლებლებთან, თანაგუნდელებთან შეხებაც კი აკრძალული გვაქვს, არა და, (ჯანდაბას, ჩემ სუბიექტურობას დავაბრალოთ), საქმე ჩვენ ამოვწიეთ, ჩვენ გავხსენით ლამის და დღე და ღამეს ვასწორებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ.

შედეგი: აგრესია ოჯახის, ხელისუფლების, ადვოკატების, რა ვიცი კიდე, ბებიების, ბაბუების, მეზობლების, არსებულების თუ არარსებულების მხრიდან…

ps გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი სატელევიზიო აუდიტორია ორჯერ აღემატება ყველა დანარჩენი ოპოზიციური ტელევიზიის აუდიტორიების ჯამს, ხოლო ინტერნეტ აუდიტორია – სამჯერ. ასე რომ, რაციონალური ახსნა ზემოთ მოყვანილს ვერ ექნება. უფრო ნიჭის და უნარების ნაკლებობას ვვარაუდობ ჩვენ მხარეს. ან იქნებ რამე ჯადო ან შელოცვაა და არ ვიცი?” – წერს ნიკა გვარამია.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.