გზავნილი ოლიგარქებისთვის და გზავნილი პუტინისთვის – სააკაშვილის დანიშვნას საქართველოში ეხმაურებიან

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად, თბილისში ეხმაურებიან.

მისი თანაგუნდელები საქართველოში, აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან ეს გადაწყვეტილება არის გზავნილი ოლიგარქებისთვის. გარდა ამისა, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების ამ ნაბიჯმა წერტილი დაუსვა ქართული ოცნების ისტერიკას, რომელიც საქართველოს ინტერესებს აზიანებდა:

ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა როგორც უკრაინისთვის, ისე რეგიონისთვის მათ შორის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ასევე არის მნიშვნელოვანი გზავნილი პუტინისთვის, რომ რეფორმების ყველაზე მთავარი ლოკომოტივი იქნება მიხეილ სააკაშვილი – ამბობს დეკანოიძე.

“ევროპულ საქართველოში” კი აცხადებენ, რომ ვინ დაინიშნება უკრაინაში თანამდებობაზე, ეს მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმეა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან “მოწყობილი ისტერიკა” ამ გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო “სამარცხვინოდ წარმოჩინდა”.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა და შესაბამის ბრძანებას ხელი გუშინ მოაწერა.

მე მჯერა, რომ ის შეძლებს მისცეს ძალა რეფორმების ეროვნულ საბჭოს და დაეხმარება ქვეყანას განახორციელოს ცვლილებები” – განაცხადა ზელენსკიმ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.