გიორგი გახარია: 8 წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბე 10.5%-ით შემცირდა – პრემიერის უტიფარი ტყუილი საზოგადოებას?

8 წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბე 10.5%-ით შემცირდა და სიღარიბის მაჩვენებელი დღეს 19.5%-ია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წელს 30%-ზე მეტი იყო.

„მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბე, 2-ჯერ შემცირდა. გარდა ამისა, 17-წლამდე ბავშვების სიღარიბე 34.7%-დან 25.5%-მდეა შემცირებული.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში, გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმისთვის, რომ სიღარიბის შემცირების დინამიკა მოქალაქეებისთვის იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.