გიორგი კარტოზია: მონარქისტული პარტია აღდგა! ჩვენ შევქმნით ძლიერ გაერთიანებას, ზნეობრივ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად!

– 2006 წლის 6 სექტემბერს სააკაშვილის რეჟიმმა დააპატიმრა მოძრაობა „ანტისოროსის“ წევრები აბსურდული ბრალდებით – თითქოსდა, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებდნენ. მათ შორის იყო ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი თემურ ჟორჟოლიანი, რომელიც ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ავადმყოფობით მალევე გარდაიცვალა. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს , რომ სწორედ ციხეში დააავადეს იგი ამ უკურნებელი უმძიმესი სენით.

გარკვეული ხნის განმავლობაში პარტია პასიურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რათა არ გააგრძელოს ნაციონალებისა და ოცნების პოლიტიკური პინგ-პონგის თამაში.
ეგრეთ წოდებულ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ჩვენი თანამშრომლობა კატეგორიულად მიუღებელია, ზნეობრივი და მორალური პრინციპიდან გამომდინარე, საღად მოაზროვნე ადამიანი, როგორ შეიძლება სააკაშვილთან, ბოკერიასთან, უგულავასთან, ძმებ ბერძენიშვილებთან, უსუფაშვილსა და მამუკა ხაზარაძესთან (რომელმაც ხელი დაარტყა მერაბ კოსტავას და ათასობით ჩვენი თანამოქალაქე უსახლკაროდ დატოვა – ის პოლიტიკაში კი არა ციხეში უნდა იჯდეს) ერთად დგომა უზნეობაა და საკუთარი ღირსების შეურაცხყოფა!
მიგვაჩნია რომ ნაციონალური მოძრაობა, თავისი განშტოებებით, კვლავ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას და ამაში ლომის წილი მიუძღვის ქართულ ოცნებას – თავისი კოჰაბიტაციით.
30 წელია ხალხი დაიღალა ერთი და იგივე პოლიტიკური სახეების ყურებით, რომლებიც ხან ხელისუფლებაშია ხან კი ოპოზიციაში, ამიტომაც, ჩვენ ახლო მომავალში ვაპირებთ შევქმნათ ძლიერი გაერთიანება იმ პოლიტიკური პარტიების თუ არასამთავრობო სექტორის საშუალებით, რომლებიც ეროვნული იდეოლოგიებით არიან გამსჭვალულები სუფთა წარსული და ზნეობრივი მომავალი გააჩნიათ.
გიორგი კარტოზია – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის პოლიტიკური მდივანი.

https://tvalsazrisi.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.