გიორგი ლომია: “პატრიოტთა ალიანსისგან” განსხვავებით, “ქართული ოცნება” მოსკოვში ფარულად დადის – ივანიშვილის და მისი “ოცნების” მსახურება პუტინთან და ახალი სკანდალი?

პატრიოტთა ალიანსისგან” განსხვავებით, “ქართული ოცნება” მოსკოვში ფარულად დადის, რაც ბადებს ეჭვს, რომ იქ ინსტრუქციების მისაღებად ჩადის. ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, გიორგი ლომიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  განაცხადა.

მისი თქმით, პრორუსული პარტია „ქართული ოცნებაა“ და არა „პატრიორთა ალიანსი“

“მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მისთვის წარმოუდგენელია 7 და 8%-ს უტოლდებოდეს იმ პარტიის რეიტინგი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული პრორუსული პოზიცია აქვს. მე მინდა დავსვა კითხვა, რაში გამოიხატება ჩვენი პრორუსული პოზიცია,  იმაში, რომ ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და რუსეთთან?! ნაჩვენებია პირდაპირი დოკუმენტები, ბილეთები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ თქვენ, “ქართული ოცნება” ჩადიხართ მოსკოვში, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით,  ამას ფარულად აკეთებთ. ჩვენი ყველა ჩასვლა მოსკოვში, ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში ხდებოდა საჯაროდ და მოხდება საჯაროდ. ჩვენ დასამალი არაფერი  გვაქვს. თქვენ რომ ჩადიხართ,  რატომღაც თქვენი ჩასვლა ემთხვევა საქართველოში ისეთ მოვლენებს, რომელსაც აკვირდება მთელი მსოფლიო.  უკვე ეჭვს ბადებს, რომ იქ ჩადიხართ ინსტრუქციების მისაღებად და ჩვენ ვართ პრორუსული პარტია, თუ თქვენ ხართ პრორუსულები?!”, – განაცხადა ლომიამ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.