“გირჩი” არანაირი თვითმართველობა დღეს არ არსებობს – “აიპები” კი ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს

“აიპები” ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს – თუ დოვლათს ქმნიან ხალხი დააფინანსებს თუარადა გასაუქმებელია, ყველა ქონება კი გასაყიდი.

ეს განცხადება “გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ოზურგეთში ამომრჩევლებთან შეხედრის შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტებტან საუბრისას “გურიის მოამბეს” შეკითხვაზე გააკეთა.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ “აიპები” და “სიპები” ჩვეულებრივი პარტიული სტრუქტურები არიან, რომელთაც ამ შემთხვევაში “ქართულ ოცნება”  ისევე როგორც წინა ხელისუფლება არჩევნებში წარმატებით იყენებს:

“ჩემი აზრით არანაირი თვითმართველობა დღეს არ არსებობს არც გურიაში და არც სხვაგან,  საკუთრება და აქტივები, რაც არსებობს მუნიციპალიტეტის, არის ხელისუფლების ხელში და დაფინანსება მოდის ცენტრიდან.

არჩევნების შედეგად არჩეული ხალხი, სინამდვილეში არანაირ ადგილობრივ ხელისუფლებას არ წარმოადგენენ, ისინი არიან მართული ცენტრიდან და ისინი ასრულებენ ადგილობრივ დავალებას, მოკლედ “აიპებს” და “სიპებს”  რაც შეეხება, ის არის ჩვეულებრივი პარტიული სტრუქტურები. ისინი უნდა იყვნენ კომერციულ ორგანიაზაციები და თუ ისინი თავს ვერ ინახავენ და შემოსავალი არ აქვთ მაშინ ისინი ბიუჯეტიდან არ უნდა ფინასდებოდეს და ამიტომ ისინი არიან გასაუქმებელი, ეს ეხება ყველა “აიპს” თუ გინდა გურიაში იყოს და თუ გინდ სხვაგანც, რეალურად ეგ პარტული აქტივობით დაკომპლეკტებული, სახდასხვა სტრუქურები რომელიც ზოგს რა ქვია და ზოგს რა, მაგალიათად  სპორტული სახელი ქვია, ზოგს მომღერალთა ჯგუფი ქვია და სხვა, რომელთაც უბრალოდ არჩვენებზე იყენებს ამ შემთხვევაში “ქართული ოცნება”,  მანამდე წინა ხელისუფლება, კონკრეტული ხმები მოაქვს ამ ხალხს, მათ შორის არამხოლოდ თავისი, არამედ საკუთარი ოჯახის წევრების და ნათესავების და ქვეყანაში სადაც არის ასეთი გაჭირვება  და სიღარიბე, ნებესმიერი დასაქმების ადგილი გინდ “აიპი” იყოს და გინდა სხვა, არის ძალიან მნიშვენლოვანი და უფრთხილდებიან ამ ადგილს და მზად არიან  ამაში ხმები მიუტანონ მმართველ პარტიას.

მაგრამ ისინი ამით არაფერ დოვლათს არ ქმნიან, თორემ რამეს რომ ქმნიდნენ მაშინ ადამიანები ამაში თავიანთ ფულს გადაიხდიდნენ და არ მოუწევდათ ბიუჯეტზე ყოფნა, მნიშვნელობა არა აქვს ეს რა იქნება თუ გინდ რაც ქვია, “მერცხალია” თუ სხვა, ისიც ალბათ “აიპია” მნიშვნელობა არ აქვს. ყველა რეგიონში დაახლოებით ერთი და იმავე შინაარსის სპორტული, ახალგაზრდული, კულტურული “აიპები” და “სიპები” არის, რომელიც თუ რაღაც საქმის პროდუქტს ქმნიან – უნდა გაყიდონ ბაზარზე და თუ ამას ვერ ახერხებენ, ესეიგი საკუთარ თავს ვერ ინახავენ და ბიუჯეტიდან ისინი არ უნდა ფინანსდებოდეს და გასაუქმებელია ყველა” თქვა “გირჩის” ლიდერმა.

ზურაბ ჯაფარიძე ოზურგეთელებს დღეს 12 საათზე “სამკუთხას” სკვერში შეხვდა, ხვალ ის “ნოდარ დუმბაძის” სკვერში ჩოხატაურელებს შეხვდება, ზეგ კი ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში ლანჩხუთელებს, შეხვედრები ყველგან 12 საათზე დაიწყება, 25 ივნისიდან კი “გირჩი” გურიიდან აჭარაში გადაინაცვლებს დაც შეხვედრებს იქ გამართავს.

ავტორი: გურიის მოამბე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.