გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომლები პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნეს

გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები მალხაზ ღვინიაშვილი და ოლეგ ფაცაცია, საქალაქო სასამართლომ პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო. ღვნიაშვილს ექვსი წელი და ცხრა თვე პატიმრობა მიესაჯა, ოლეგ ფაცაციას – შვიდი წელი და ექვსი თვე. ამასთან, მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ცხრა წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, დავით ჩიხლაძე და ვახტანგ გუგუციძე მოსამართლემ პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში ცნო დამნაშავედ და ოთხივეს სამი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურამ პატიმრების წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, 40-მდე ეპიზოდზე ბრალი შვიდ პირს წაუყენა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია