გლოლის მიწების 85% მიტაცებულია – მოსახლეობა თაღლითურ სქემაზე საუბრობს

რაჭაში სოფელ გლოლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ სოფლის მიწების 85%-ია მიტაცებული. 

მიწების მიტაცების სქემა ასეთია: პირველ რიგში, უნდა გააკეთო სოფელ გლოლის მახლობლად მოწონებული მიწის ნაკვეთის ნახაზი. შემდეგ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში იღებ ცნობას, რომ შენს ოჯახს აწერია გარკვეული ფართობის სათიბი. საქმე ისაა, რომ სათიბები გლოლელებს სოფლიდან 20 კილომეტრში, მამისონზე აქვთ. და სწორედ მოწონებულ ნაკვეთს ასაღებენ მამისონზე მდებარე სათიბად.

ნახაზითა და ამ ცნობით, პიროვნება მიმართავს საჯარო რეესტრს მიწის რეგისტრაციის მოთხოვნით, შემდეგ უწყება სთხოვს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ დადასტურდეს ამ მიწის იდენტობა, ანუ ის, რომ ნახაზი ნამდვილად იმ ნაკვეთისაა, რომელიც აწერია კონკრეტულ პიროვნებას. 

ემზარ გიორგაშვილი, სოფლის რწმუნებული ხელს არ აწერს კონკრეტული პირების მიერ მიწის რეგისტრაციის მოთხოვნას, რის გამოც ახლა ეს პროცესი შეჩერებულია. თითოეულ ასეთ საქაღალდეში საკურორტო ზონაში მიწის რამდენიმე ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნაა. სოფლის რწმუნებული გვიყვება, რომ ამგვარი მოთხოვნები ძირითადად ერთი ჯგუფიდან შემოდის. 

გოგი ბიჭაშვილი, რომელსაც სოფლის მიწების მიტაცებაში ადანაშაულებენ, არის გიორგი ბიჭაშვილის მამა. გიორგი ბიჭაშვილი კი 2013-2018 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ს უფროსი იყო. თანამდებობაზე ის ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში დაინიშნა. ამჟამად ის შოვში ორ მიწის ნაკვეთს ფლობს. მათი საერთო ფართობი თითქმის 18 ათასი კვადრატული მეტრია.

უფრო რთულია გოგი ბიჭაშვილეს მიწის ნაკვეთების რაოდენობაში გარკვევა. რეესტრის ელექტრონული რუკის მიხედვით, გოგი ბიჭაშვილის სახელზე გაფორმებულია დაახლოებით 38 ათასი კვადრატული მეტრი.

“ფორმულა”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.