გოგა ხაინდრავას “დევიატკამ” და გია სვანიძის ბიჭებმა გაუხსნეს ცეცხლი ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს

ჯაბა იოსელიანი: „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: 6 იანვარს გამთენიისას ბარათაშვილის ხიდთან გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ და გია სვანიძის ბიჭებმა გაუხსნეს ცეცხლი ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს. პირველმა, ვინც ისროლა – ხაინდრავას ხალხმა თუ ჩვენებმა – „მხედრიონელებმა“, ვერ გეტყვით. ეს იყო შეცდომა, რადგან, როცა კაცს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევ და კაცურად ჰპირდები უსაფრთხოდ დასტოვებ ქვეყანასო, უნდა შეასრულო. მერე გოგაც და გიაც მიმტკიცებდნენ, ბატონო ჯაბა, ჯერ იმათ გვესროლეს ავტობუსებიდანო, მაგრამ ამხელა კაცი მაგას ვჭამ? რა ესროლეს? ერთი სული ჰქონდათ, ბუნკერიდან თავდაღწეულებს, საქართველო მშვიდობიანად დაეტოვებინათ. არა, მაგარი მიქარვა მოუვიდათ, თან იმ ავტობუსში ქალები და ბავშვები ისხდნენ, პრეზიდენტს რომ თავი დავანებოთ!

წყარო: tzona.org

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.