დავით უსუფაშვილი: მოქეიფეები ამ როლში ჩასვეს – თან ბიზნესი აკეთე, თან პარლამენტში შემოიარე

„შენების მოძრაობის“ ლიდერს დავით უსუფაშვილს მე-9 მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.

როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არასწორ გზას დაადგა, როდესაც მათ კონსტიტუციური უმრავლესობა დაისახეს მიზნად.

„არასწორ გზას დაადგა, როდესაც მათ ის გუნდი შეკრეს და შეიყვანეს პარლამენტში, რომლებმაც ერთმანეთი პარლამენტში გაიცნეს, როდესაც ბიზნეს წრეების და პოლიტიკის გამიჯვნის ნაცლვად, რაც იყო სააკაშვილის იარაღი ხელში, პირიქით, ძალიან წარმატებული კარგი მამები და მოქეიფე ხალხი, პატრიოტები ჩასვეს იმ როლში, რომ შენ ახლა თან ბიზნესს აკეთებ, ფული უნდა აკეთო, თან პარლამენტში უნდა შემოიარო ხოლმე ხანდახან. ამ მახინჯმა სისტემამ ძალიან ბევრი რამ დააზარალა, მათ შორის იმ ბიზნესში, იმ სიღარიბეში, იმ ეკონომიკურ პრობლემებში, რაზეც ახლა მიგვითითებენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.