დავით ფურცხვანიძემ დაასახელა ვინ გადასცა სატელიტური ფოტოები – „ეს ადამიანი არც საქართველოშია, არც რუსეთშია“

დავით ფურცხვანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტომასალის შესახებ გამოიკითხა.

„დავასახელე კონკრეტულად გამოკითხვის დროს არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ სხვა დეტალები დაკავშირებული იმ პირთან, მის სტრუქტურასთან, ჩვენს საერთო სტრუქტურასთან. თუკი რაიმე შესაძლებელი იყო, ვთქვი. სრული იდენტიფიცირება თუ უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები მაგათთან არის, იმაში წერია ყველაფერი, სხვადასხვა რეკვიზიტები. თუ დეტალებიც არის საჭირო, დამატებითი საკომუნიკაციო საშუალებებია, ჩემი მობილური და ლეპტოპი, პროცესორი. ჩემი მობილური დაზიანდა, ახლით შევცვალე. რაც შეეხება იმას, აღვიდგენ თუ არა, რაც მე და ამ საქმეს სჭირდება, მექნება ის, რაც მჭირდება“, – განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.

დავით ფურცხვანიძე მის მიერ დასახელებულ პირთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ეს ადამიანი არც საქართველოშია, არც რუსეთშია“.

„ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ პროკურატურას გადავეცი, საჯარო არ არის არა იმიტომ, რომ ვინმე იმალება, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, ხომ არ ცდილობს ის კვალის არევას, ფურცხვანიძე ამბობს: „ჯერ კვალი უნდა იყოს, რომ აურიო. კვალი სად არის? ერთი პირი დავასახელე თავიდანაც და ახლაც“.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ უახლოეს მომავალში აშშ-ში აპირებს გამგზავრებას.

„ამერიკაში ვაპირებ გამგზავრებას და ხელს რა შემიშლის? ბილეთებიც მაქვს უკვე, 30-ში იქეთ, 11-ში უკან. ჩემთვის სატელიტი სურათები არავის მოუთხოვია, მათ შორის არც მიშა რამიშვილს. თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საკითხში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც მკვლელობის გახსნა, არამედ მოტივი, რატომ იყო ეს მკვლელობა ჩადენილი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ფურცხვანიძემ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.