დაკავებულ გაგნიძესა და ჟვანიას თეა წულუკიანი მფარველობს – ნიკა გვარამია (ფოტო)

შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებულ გაგნიძესა და ჟვანიას თეა წულუკიანი მფარველობს – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის განმარტებით, შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ, თავდამსხმელებმა საქმის მოგვარება “კაწროსთან” დაახლოებულ პირს, დაჩი ბუაძეს გაანდეს. “კაწრო” ბუაძის ქორწილის ვიდეოშიც ჩანს, რომელიც ნიკა გვარამიამ გადაცემის მსვლელობისას გაუშვა.

“კაწრო”, რომელზეც “მთავარმა არხმა” არაერთი რეპორტაჟი მოამზადა, ასევე დაახლოებულია არაერთ გავლენიან პირთან. მათ შორის არიან:

გოჩა ენუქიძე – რაჭის მაჟორიტარი, რომელმაც “კაწრო” რაჭაში წაიყვანა;

ირაკლი ხელაძე – “კაწროს” მეზობელი და მეგობარი. 2012 წელს ისინი ერთად იყვნენ ჩართული თეა წულუკიანის საარჩევნო კამპანიაში, როდესაც წულუკიანი ნახალოვკაში იყრიდა კენჭს;

მიხეილ ამაშუკელი – ასევე წულუკიანის კამპანიაში კამპანიაში ჩართული პირი.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს, გაგნიძესა და ჟვანიას მფარველობს.

წულუკიანი აკეთებს იმას, რაშიც წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. კერძოდ, მათ უქმნის არა – ციხისთვის შესაბამის პირობებს. ისინი ფორმალურად იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში, თეა წულუკიანის შემწეობით, – განმარტა გვარამიამ.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის თქმით, მას ინფორმაცია სამმა კონფიდენციალურმა წყარომ გაანდო.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.