“დამარცხება? მე არ ვაღიარებ ამ სიტყვას”- 12 „რკინის ფრაზა“ „რკინის ქალებს“ „რკინის ლედისგან“

მარგარეტ ტეტჩერი თამამად შეგვიძლია ყველა დროის ყველაზე ძლიერ ქალად მივიჩნიოთ. ის 11 წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ტყუილად არ შეურქმევიათ „რკინის ლედი“.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლამდე, მარგარეტი ერთადერთი ქალი იყო, რომელსაც ამ თანამდებობაზე უმუშავია. ტეტჩერი დღემდე ბევრი ქალისთვის შთამაგონებელია. თვალი გადაავლეთ მის 12 ფრაზას. ეს ფრაზები შესაძლოა, ინსპირაციის მომტანი აღმოჩნდეს და წარმატებისკენ გიბიძგოთ.

 

1  „დამარცხება? მე არ ვაღიარებ ამ სიტყვას.“

 

2  „ნებისმიერი ქალი, რომელსაც ესმის სახლის პრობლემების და შეუძლია მათი მოგვარება, გაიგებს ქვეყნის პრობლემებსაც და მოაგვარებს მათ.“

 

3  „თუ გინდათ, ლაპარაკი მოისმინოთ, მიმართეთ კაცებს, მაგრამ თუ საქმის გაკეთება გსურს, სთხოვეთ ის ქალს.“

 

4  „სახლი ქალისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ არ უნდა იყოს საზღვარი.“

 

5  „შესაძლოა, მამალი ყივის, მაგრამ კვერცხებს დედალი დებს.“

 

6  „უნდა გაიცნო მტერი, იმიტომ, რომ შეიძლება მოგეცეს შესაძლებლობა, ის შენს მეგობრად აქციო.“

 

7  „ადამიანზე წარმოდგენა, როგორც წესი 10 წამში მექმნება და პირველი შთაბეჭდილება ძალიან იშვიათად მეცვლება.“

 

8  „თუ ჩემი კრიტიკოსები დაინახავენ, რომ მდინარე ტემზაზე ფეხით გავიარე, ისინი იტყვიან, რომ ცურვა არ შემიძლია.“

 

9  „ქალებს კაცებზე მარტივად შეუძლიათ თქვან „არა“.

 

10  „ნუ დაეთანხმები ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ გსურს მათ საერთო ინტერესები აჩვენო. ყოველთვის თავისუფლად გამოხატე საკუთარი აზრი.“

 

11  „ხანდახან გიწევს რამდენჯერმე მოიგო ერთი და იგივე ომი საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად.”

 

12  „პატარა“ ადამიანებს ყოველთვის განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებთ „დიდი“ ადამიანების გაკრიტიკება.“

guriismoambe.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.