დაპირისპირება შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ან კობახიძის იმპიჩმენტით დასრულდეს

განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“ – მმართველი გუნდის წევრების ნაწილი გუნდში არსებულ მწვავე დაპირისპირებაზე „კურიერთან“ ღიად საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, შოთა შალელაშვილი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთი დაჯგუფების მიერ ერთპიროვნულად იმართება და უმრავლესობის დეპუტატები პარტიული გადაწყვეტილებების შესახებ sms შეტყობინებით იგებენ.

დეპუტატების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებენ და პოლიტიკური მმართველობის ფორმას უწუნებენ.

ე.წ. სტაჟიანი დეპუტატები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილთან ერთად დააფუძნეს უახლოეს მომავალში გადაწყვეტენ დატოვებენ გუნდს თუ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს მოითხოვენ.

გამორიცხული არ არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების მოთხოვნაც დადგეს.

მმართველი გუნდის წევრების ნაწილი გუნდში აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებს, მაგრამ ირაკლი კობახიძესთან, ასევე, ე.წ. ძველების და ახლების დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს.

„ქართულ ოცნებაში“ ურთიერთობების გარკვევას, უახლოეს დღეებში, დახურულ შეხვედრაზე გეგმავენ. ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გადაწყდეს, გაიზრდება თუ არა გედევან ფოფხაძესთან ერთად, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების სია.

“ალია”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.