დასავლეთში მომავლის ხომალდები წარმოადგინეს

სამხედრო-საზღვაო ფლოტის საკითხებში ექსპერტთა ორგანიზაციამ Naval Analyses წარმოადგინა გრაფიკული გამოსახულებები-როგორი იქნება საფრანგეთის,დიდი ბრიტანეთის,ისრაელისა და საუდის არაბეთის სამხედრო ხომალდები ახლო მომავალში.ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Naked Science.

პირველი ხომალდი Type 26, იგივე Global Combat Ship, — ბრიტანული ფრეგატი, რომელიც ძალიან მალე ჩაანაცვლება 13 ერთეულ Type-23 ფრეგატს.

ეს არის მრავალმიზნობრივი ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო ხომალდი. ვრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ვერსია აღჭურვილი იქნება საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით Sea Ceptor,რომელსაც გააჩნია 48 ერთეული გამშვები დანადგარი რაკეტების ვერტიკალური სტარტისათვის, ასევე მის არსენალში შედის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები  LRASM, ფრთოსანი რაკეტები Tomahawk, ასევე ხომალდსაწინააღმდეგო იარაღი და სხვადასხვა სახის არტილერია. სულ აიგება 8 ხომალდი.

Type 26

Type 26

მეორე ხომალდი-ფრანგული Frégate de Défense et d’Intervention (FDI), რომელსაც მისი ფუტურისტული იერსახიდან გამომდინარე უკვე ხუმრობით მოიხსენიებენ ფრანგულ  «ფრანგულ Zumwalt-ად». ამ ტიპის პირველ ფრეგატებს ფრანგული ფლოტი შეიარაღებაში მიიღებს 2023 წელს, ასევე გათვალისწინებულია მისი საექსპორტო ვერსიის წარმოება. საფრანგეთი გეგმავს ამ ტიპის 5 ერთეული ხომალდის შეძენას, რომლებიც ერთერთ მთავარ როლს შეასრულებს ფრანგული ფლოტის შემადგენლობაში.

Frégate de Défense et d’Intervention

Frégate de Défense et d’Intervention

მესამე ნომრად მოდის ხომალდი რომელსაც ამერიკული კომპანია Lockheed Martin ააგებს საუდის არაბეთისათვის.  Multi-Mission Surface Combatant (MMSC) ტიპის ხომალდი შეიქმნა სანაპიროს დაცვის ხომალდების  Freedom-ის ტიპის LCS (Littoral Combat Ship) ბაზაზე. MMSC-ის სიგრძე შეადგენს 118 მეტრს. მის შეიარაღებაში იქნება  57- და 20-მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარები, ასევე სხვადასხვა ტიპის რაკეტები. ამას გარდა, MMSC-ი აღიჭურვება ანგარით და სპეციალური გემბანით რათა შეძლოს შვეულმფრენების  MH-60 მიღება. საუდის არაბეთი შეიძენს ამ ტიპის ხომალდების 4 ერთეულს.

MMSC

MMSC

და ბოლო მოდელი (არცთუ ისე ახალი ვერსია) Sa’ar 6 ტიპის კორვეტი, რომელსაც გერმანია მიაწვდის ისრაელს. სულ ისრაელი შეიარაღებაში მიიღებს 4 ერთეულს.  Sa’ar 6 -მისი სიგრძე შეადგენს 90 მეტრს,ხოლო მაქსიმალური სიგანეა 13 მეტრი. მისი წყალწყვა შეადგენს 2 000 ტონას. ხომალდს შეიარაღებაში ექნება 76 მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარი Leonardo Super Rapid 76/62.ასევე 2 საბრძოლო მოდული Raphael Typhoon RW, 25-მილიმეტრიანი ქვემეხებით. და ბოლოს-ვერტიკალური სტარტის დანადგარები C-Dome რაკეტებით Tamir.(რაკეტების რაოდენობა შეადგენს 40 ერთეულს).

Sa’ar 6

Sa’ar 6

http://arma.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.