დასაქმება, სიღარიბე, ლარის კურსი … – საკითხები, რომლის მოგვარებასაც ხელისუფლებისგან ხალხი ითხოვს

IPSOS – ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც  “მთავარი არხის” დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ქვეყნდება, შეკითხვაზე – რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს? – პასუხები ასე გადანაწილდა:

  • დასაქმება – 59% 
  • ეკონომიკა – 55 %
  • სიღარიბე – 48%
  • ფასების ზრდა – 42% 
  • ლარის გაუფასურება – 39% 
  • ჯანდაცვა – 33%
  • პენსიები – 30% 
  • კრიმინალი – 19% 
  • კორუფცია – 14 %
  • უსაფრთხოება – 10% 
  • დემოკრატია – 7%
  • სიტყვის თავისუფლება – 5% 
  • საგარეო პოლიტიკა – 5%

აღსანიშნავია, რომ რესპოდენტებს ერთდროულად რამდენიმე პასუხის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ.

შეგახსენებთ, დასაქმება, ეკონომიკა და სიღარება IPSOS-ის მიერ გამოქვეყნებულ, 2 კვირის წინანანდელ კვლევებშიც, მთავარ პრობლემად იდგა. 

“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში “არჩევნები 2020”.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.