დასახელდა კრიპტოვალუტა, რომელმაც ინვესტორებს ყველაზე მეტად გაუცრუა იმედი

კრიპტოვალუტა რიპლი ინვესტორების ყველაზე დიდ იმედგაცრუებად სახელდება. ამის შესახებ Coindesk-ი წერს. იანვარში რიპლის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და თითქმის 3800 დოლარი ღირდა. თუმცა შემდეგ კურსი თანდათან დავარდა.

4 თებერვლის მონაცემებით, რიპლი 0.86 დოლარი ღირს. გამოცემის ცნობით, იანვარში რიპლის ფასის ზრდა დიდწილად განაპირობა გავრცელებულმა ხმამ იმის შესახებ, რომ ამ კრიპტოვალუტის აქტივები Coinbase-ის პლატფორმაზე გაიზარდა.

Coindesk-ის თანახმად, XRP-ის კაპიტალიზაცია 4 თებერვლის მონაცემებით 34 მილიარდი დოლარია, მაშინ როცა 138 მილიარდ დოლარამდეც კი იყო ასული.

კრიპტოვალუტის ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 7 იანვარს 830 მილიარდი დოლარი იყო, ორ თებერვალს კი 384 მილიარდამდე დაეცა. სფეროს სპეციალისები 446 მილიარდიანი დანაკარგის მიზეზებს ასახელებენ. მაგ.: Microsoft-მა საგადახდო მხარდაჭერა, Facebook-მა რეკლამირება და სამხრეთ კორეამ კი კრიტოვალუტის ანონიმური ფლობა შეაჩერა.

2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი საგრძნობლად დაეცა. 2017 წლის 20 დეკემბრის პიკის შემდეგ, როდესაც მისმა ღირებულებამ 20 000 დოლარს მიაღწია, იანვრის შუა რიცხვებში მისი ღირებულება განახევრდა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.