დასკვნა ერთია, ჩვენს ქვეყანაში ფიცს და პირობას 0-ის ფასი აქვს

საიდან დავიწყო არ ვიცი. მიჭირს კომენტარის დაწერა, რადგან ამ უმსგავსობაზე სიტყვებს ვერ ვპოულობ!


ზოგადად ვთვლი, რომ ადამიანის ბუნებას კარგად ვიცნობ. ვიცნობ, რადგან ჩემი აქტიური ცხოვრების გზაზე, თითქმის ყველა ტიპის ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. არ მესმის, მაგრამ მინახავს ანგარების გამო, როგორ უღალატიათ საუკეთესო მეგობრებისთვის (მათშორის ჩემთვისაც). 

არც ის მესმის, შავზე როგორ უნდა თქვა რომ თეთრია (ამის გამო ბევრჯერ შემექმნა პრობლემა, ვამბობ იმას რაც არის).

 და ბოლოს! ვერასდროს გავიგებ ალბათ იმასაც, როგორ შეიძლება დამსახურებული მეცნიერი, ექიმი რომელმაც ფიცი დადე, რომ ემსახურები ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას და ამ დროს ხდები მთავრობის მარიონეტი! პოსტის დასაწყისში ხაზი ანგარებას გავუსვი და ზუსტად ვხვდები, რომ გარკვეული სარგებლის გამო ბოდიალობს ასეთ სისულელეებს ეს კაცი!


დასკვნა ერთია,  ჩვენს ქვეყანაში ფიცს და პირობას 0-ის ფასი აქვს

ჯემალი სეფიაშვილი-“თავისუფალი ზონა”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.