დაუცველი საჰაერო სივრცე – როგორ შემოფრინდნენ სამხედრო აპარატები ქვეყანაში ისე, რომ ძალოვნებმა ვერ დააფიქსირეს

კახეთის 2 სოფელში ჩამოვადნილი ისრაელის აეროკოსმური ინდუსტრიის წარმოების დრონი ჰაროპი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ზუსტი მანევრებისთვის გამოიყენება. 

უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის სამხრეთით საღამოს 7 საათისკენ 10 წუთიანი ინტერვალით ჩამოვარდა, 2,5 მეტრის სიგრძისაა, ფრთების სიგანე 3 მეტრი აქვს, შეუძლია 1000 კილომეტრზე 6 საათის განმავლობაში ფრენა და 23 კილოგრამიანი ქობინის ტარება. 

უპილოტო საფრენი აპარატი გუშინ საღამოს სპირალურად დაფრინავდა კახეთის რეგიონში. მისი ხმა პირველებმა სიღნაღის სოფლის ნუკრიანის მცხოვრებმა შენიშნეს.

ჰაროპი, რომელსაც კონკრეტული სამიზნის განადგურება მარტივად შეუძლია, საბედნიეროდ ვენახებში ჩამოვარდა და არა ხალხმრავალ ადგილას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი აუცილებლად იქნებოდა. 

უდაბნოსა და კუჭატანში დღეს მთელი დღის მანძილზე მუშაობდნენ სპეციალისტები, თუმცა საქართველოს საჰაერო სივრცის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს: ღარიბაშვილის, გომელაურის უწყებებს დღეს განმარტებები არ გაუკეთებიათ. 

ვის ეკუთვნის უპილოტო საფრენი აპარატი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ისრაელის მიერ წარმოებული დრონი ყარაბაღის ომში უკვე გამოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ მისი დაფიქსირება და აღმოჩენა რადარებს ძალიან უჭირს, ხელისუფლებამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ჩვენს უახლოეს საზღვართან ასობით კილომეტრის დაშორებით მიმდინარე ომის შედეგად საქართველოს ეროვნული ინტერესები არ დაზარალდეს, მითუმეტეს გარეჯთან ახლოს ქართული მშვიდობიანი მოსახლეობა და აზერბაიჯანული ბაზაა.   

ებრაული წარმოების უპილოტო თვითმფრინავი არის აზერბაიჯანის, თურქეთის, გერმანიის, ინდოეთისა და სინგაპურის შეიარაღებაში. შესაძლებელია მან წინასწარი დაპროგრამებით ავტომატურად შეასრულოს დავალება, ან ოპერატორი მართავდეს. 

ნათია გოგსაძე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.