დაუხვდით კორონას ჯანსაღი ფილტვებით ამ შემთხვევაში ის დამარცხებულია

არ ავხსნი მექანიზმებით. ვიტყვი ძალიან მარტივად, რომ ყველასთვის კარგად გასაგები იყოს. კორონა, მიდის რესპირაციული დატვირთვით. იმის მიხედვით, თუ ამის ფონი რამდენად აქვს პაციენტს.

მე გამოვაქვეყნე სტატია, ვის ემართება მეტად კორონა. სადაც ვსაუბრობდი, ფილტვების და ბრონქების ქრონიკული უკმარისობის სინდრომებზე. რომლებსაც სწორი მართვა უნდა და არ შეიძლება, ძველი, შაბლონური მკურნალობით დაკმაყოფილება. მით უმეტეს ემფიზემის საშიშროების დროს.

დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია ვამტკიცებ იმას, რომ ადამიანების სიცოცხლეს ძალიან ზღუდავს, ფილტვების სხვადასხვა ტიპის ანთებები. რომლებიც , სამწუხაროდ, ჩვენში ხშირად შეუმჩნეველია . არ მაქვს ლაპარაკი მარტო პნევმონიებზე. თუმცა ,მისი ხაზითაც არ გვაქვს საქმე კარგად. რადგან ,არის ბევრი ტიპის პნევმონია, რომლებიც არ ჩანს რენტგენზე და ზოგიც ვერ აღიქვამს, მას აუსკულტაციურად. ადამიანების 90 პროცენტი, ასეთი ვერდანახული პნევმონიებით კვდება. ისინი ამძიმებენ არსებულ ფონებს და აჩქარებენ გარდაცვალებას.

მაგალითად ,ხანდაზმული ადამიანების დიდი პროცენტი ,ასეთი ატიპური ვერშემჩნეული პნევმონიების გამო იღუპებიან. ასევე კიბოთ დაავადებულებიც, რომლებსაც შეიძლებოდა , კიდევ 10 წელი მაინც ეცხოვრად. ან მაგალითად ხანდაზმულის ფეხის მოტეხის დროს, 90 პროცენტში სიკვდილი რომ არის გამოწერილი. ეს იმიტომ, რომ მას ატიპური, იმუნოდეფიციტური ფილტვების ანთება ემართება, არ ახველებს და ანთებით კვდება. ანუ ეს დიდი პრობლემაა, დაუფიქსირებელი და გაპარული პნევმონიები. მაგრამ, ახლა არ ვსაუბრობ პნევმონიაზე. მე ვსაუბრობ ,ფილტვების სხვადასხვა ტიპის ანთებად პროცესზე . რომლებიც, ძალიან ბევრს აქვს და არ უფიქსირდებათ. რადგან არ ახველებენ.

ახლა კორონათ დაავადებულებს, ამძიმებს არამარტო ფილტვის ან ბრონქის ქრონიკული უკმარისობა ან თანდართული პნევმონია, არამედ ასევე, ფილტვების სხვადასხა ტიპის ანთებადი ცვლილებები,რომლებსაც სხვა მექანიზმი აქვთ და რომლებიც დიდი ჩივილებით არ გამოირჩევიან დამძიმებამდე. ან გამოირჩევიან, მაგრამ, სხვას მიაწერენ ამ ჩივილებს. მაგრამ , კორონამდე, რეალურად არსებობდა ეს ანთებითი ცვლილებები ფილტვებში. ბევრი ადამიანი დადის ამით. მაგრამ ,ამის შემჩნევა და დაფიქსირება ვერ ხდება. ან ხდება , იშვიათ შემთხვეევბში მაგრამ, ასეთი ექიმები უმცირესობაში არიან. რადგან მხოლოდ, ისინი, მათი მცირე წრე ფიქრობს ამაზე. თუმცა არც მცირე ჩივილებით გამოირჩევიან. მაგალითად, ბევრს აქვს წნევა, რომელიც რისგანაა, მისი ექიმი ვერ ეუბნება. ბევრს აქვს, პერიოდული თავის ტკივილი ან პერიოდული ფეხების შეშუპება. მაგრამ, ამას სხვადასხვა დაავადებას მიაწებებენ.

დიდი ხანია სულ განგაში მაქვს გამოცხადებული ამის გამო. სულ მოვითხოვ ყველა რეგიონში ფილტვის ცენტრების შექმნას. იმისთვის, რომ ეს მედიცინაში გამოუკვეთელი სინდრომი, გამოაშკარავდეს ყველა შემთხვევაში. ანუ ათასობით ადამიანი დადის , ფილტვში რაღაც ანთებადი მოვლენებით .განსაკუთრებით მწეველები ან ის ადამიანები, რომელთა ფილტვების ანთებას არასწორად ან არასრულფასოვნად უმკურნალეს. ეს არ არის პნევმონია. მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, კრიტიკულ მომენტში რა მოგკლავს ,პნევმონია თუ ფილტვების სხვა სპეციფიკური ანთება.

თითქმის ყველა სტატიაში ამას ვაჟღერებ. ეს მშვენივრად ჩანს უბრალო რენტგენზე, რომ ადამიანს ,რაღაც ფილტვების ანთებადი პრობლემა აქვს და არა პნევმონია. მაგრამ, რენტგენოლოგი უკვე ეუბნება არაფერი არ გაქვსო ანუ პნევმონია არ გაქვსო. ისიც აღარ მიდის ექიმთან. ასე დადის, ალაგალაგ გამოხრული ფილტვებით საზოგადოება. სწორედ ასეთი ადამიანები არიან , იმ რისკში,რომ კორონა გაურთულდეს.

ახლა მოვკარი ყური, მგონი, ამერიკულ არხზე ვიღაც ლაპარაკობდა იგივეს. ანუ შეიძლება არ გქონდეს, მანდამაინც პნევმონია, მაგრამ,გქონდეს ფილტვებში ანთებადი ცვლილებებიო და ეს კორონას ართულებსო. ანუ რასაც დიდი ხანია ვამტკიცებ. ვირუსული ინფექციების დროს, მედიცინა არ ვიყენებდით ანტიბიოტიკებს, სანამ ბაქტერიული ფლორა არ გაქტიურდებოდა. კორონას დროს, როცა მას ხვდება ზოგ ადამიანში, რაღაც დონეზე დაზიანებული ფილტვის ალვეოლები, ესე იგი ბაქტერიული ფლორა უკვე არსებობს და ამიტომ ხდება ანტიბაქტერიალური და ანტივირუსული პრეპარატების ერთდროულად გამოყენება. ვისაც დაზიანებული ალვეოლები არა აქვს, მან უსიმპტომოდ გადაიტანა ეს დაავადება. ვისაც დაზიანებული აქვს. მას პირველ დღესვე სჭირდება ანტიბაქტერიული პრეპარატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდება საშიში გართულება. ეს ჰგავს იმ პროცესს, რაღაც ასპექტში, რაც ხდება ქუნთრუშას დროს. ანუ თუ ქუნთრუშას მკურნალობა , პირველ დღესვე არ დაიწყო ,შესაბამისი ანტისტრეპტოკოკული პრეპარატით, მისი მოხდის შემდეგ ან სამ კვირაში ან რამდენიმე წელიწადში, ეს ადამიანი, აუცილებლად დაიტანჯება ან გლომერულონეფრიტის ან სახსრების დაავადების რომელიმე ფორმით. ანუ ვინც დამძიმდა კორონათ, მას ან პნევმონია ჰქონდა ან ფილტვის ალვეოლებში ჰქონდა პრობლემა, , ქრონიკული და უმკურნალო. ცოტა დაგვიანება მკურნალობის და უკვე დამძიმდა.

ამიტომ აქვს კარდინალური მნიშვნელობა სწრაფ ტესტებს. ცალკე გლობალური პრობლემაა ის, რომ უამრავი ადამიანი დადის დაავადებული , ფილტვის ალვეოლებით. ეს არც მათ იციან და არც ზოგმა მათმა ექიმმა. მხოლოდ საუკეთესო ექიმები აფიქსირებენ ,ფილტვის ანთებად ვარიანტებს არაპნევმონიურს. მაგრამ ,მათ, ძალიან მცოდნე ექიმებს, ვინ უსმენს ჩვენი სისტემის პირობებში. ჩვენთან ხომ, ყველა ერთი საზომით იზომება. ბევრი ვიყვირე ამაზე, ბევრი ვწერე. ადამიანების გადარჩენა მინდოდა. დღეს ზუსტად ამ პრობლემის წინაშე ვართ კორონას დროს. არცერთი კორონა არ დამძიმდებოდა, ფილტვების სრულფასოვანი მეთვალყურეობა რომ მიმდინარეობდეს გეგმიურად მანამდე.

ვაქცინა გენიალურია, მაგრამ ჯერ სად არის. მანამდე ,ანტისხეულების გააქტიურება, მე მაგალითად შემოდგომის მძიმე პნევმონიების და ვირუსების დროს მოვახდინე, არა ხელოვნური იმუნოლოგიური ზეწოლით, არამედ შიგა ფიზიოლოგიური სტანდარტების გაძლიერებით. რაც შედეგიანი აღმოჩნდა. მაგალითისათვის ,რამდენიმე შტრიხს მოვიყვან მკურნალობიდან. არ არსებობს ფილტვის ალვეოლები დაზიანდეს ან პნევმონია დაემართოს ადამიანს, რაც არ უნდა შესაბამისი ფაქტორები დაგროვდეს, სანამ არ დაეცემა ბოლომდე ა ვიტამინი. ვაკეთებდი შევსებას ა ვიტამინის დარტყმითი დოზებით. ვახდენდი სისხლის გარემოს შესწავლას. მოგეხსენებად, ბევრჯერ მითქვამს თქვენთვის, რომ ფილტვის პრობლემების დროს, სისხლი მჟავე გარემოს ქმნის. რაც პათოლოგიაა. დატვირთვით ვაძლებდი მინერალურს და შესაბამის მედიკამენტს. ნახველის არსებობის პერიოდში, უნდა დაითესოს ნახველის ბაქტერიოლოგია, ასევე, სასურველია სისხლისაც და შარდისაც. განსაკუთრებით ,ნახველში აღმოჩენილ ფლორაზე , მიმდგარი ანტიბიოტიკი, თუნდაც, ეს შედარებით მარტივი ,მაგალითად მაკროლიდი დარჩენილიყო ანუ ერითრომიცინი, სასწაულ შედეგს იძლეოდა.

იზრუნეთ ფილტვებზე, არამარტო ასთმით, ქრონიკული ობსტრუქციული სინდრომით, ქრონიკული ბრონქიტით ან ქრონიკული პნევმონიით დაავადებულებმა, არამედ ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც აქვს ფილტვების ანთებადი პრობლემები არაპნევმონიური. შეაფასეთ როგორი ფილტვები გაქვთ. ენდეთ თქვენს კარგ ექიმს. არა აქვს მნიშვნელობა ,ცნობილი კლინიკის ეფექტს. შეიძლება, სოფლის ექიმი ისეთი ბრწყინვალე იყოს, რომ უფრო სწრაფად მოგიხსნათ პრობლემა. ყველა ექიმი ქვეყნის მასშტაბით, ერთიდაიმავე გამოცდას ვაბარებთ .ფილტვების გაჯანსაღების უამრავი საშუალებაა. ის შაბლონი უნდა დაიმსხვრეს, როცა ადამიანმა არ იცის ,რომ ფილტვის ალვეოლებში პრობლემა აქვს. სწორედ ამის გამოხატულებაა ან დაბალი ან მაღალი წნევა, პერიოდულად, კოჭებთან შეშუპება ან პერიოდული თავის ტკივილი და სხვა. გიყვარდეთ სუფთა ჟანგბადი. დაუხვდით კორონას ჯანსაღი ფილტვებით. ამ შემთხვევაში ის დამარცხებულია.

ავტორი: მარინა ტოტოჩავა

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია