დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება. მეცნიერები ხუმრობენ, რომ მას ნიღაბი აქვს

დედამიწას ასტეროიდი  1998 OR2 უახლოვდება, რომლის დიამეტრი კილომეტრ ნახევარია. მეცნიერები ხუმრობენ, რომ დედამიწაზე შექმნილი ვითარების  გამო ასტეროიდმა ნიღაბი გაიკეთა.

ის მეცნიერებმა 1998 წელს აღმოაჩინეს და ნასას ინფორმაციით პოტენციურად საშიშად ითვლება, რადგან პერიოდულად უახლოვდება დედამიწის ორბიტას. ნასასვე ინფორმაციით ის დედამიწას 29 აპრილს მოუახლოვდება, თუმცა უსაფრთხო დისტანციაზე – 6.2 მილიონი კილომეტრის მანძილით ჩაუვლის.

პუერტო რიკოში მდებარე ობსერვატორიიის, არესიბოს ასტრონომებმა კოსმოსში მფრინავი ასტეროიდის დაფიქსირება შეძლეს. ისინი ხუმრობენ, რომ ასტეროიდმა დედამიწაზე არსებული პანდემიის შესახებ რომ შეიტყო, ნიღაბი გაიკეთა.

“ზოგიერთი ტოპოგრაფიული თავისებურება, როგორიც არის ქედები და გორაკები ასტეროიდის ერთ ბოლოში მეცნიერებისთვის საინტერესოა, თუმცა რადგან ახლა ჩვენი აზრები მთლიანად Covid19–ით არის მოცული, როგორც ჩანს 1998 OR2-მაც იზრუნა ნიღაბზე.“– წერს ობსერვატორიის პრესრელიზში მისი მკვლევარი, ანი ვირკი.

ობსერვატორიის ექსპერტები ასტეროიდებს აკვირდებიან, რომლებიც დედამიწას უახლოვდებიან და ამ მონაცემებს  დედამიწისთვის პოტენციურად საშიში ციური ობიექტების ტრაექტორიების მოდელირებისთვის იყენებენ.

ამჯერად ასტეროიდი დედამიწას უსაფრთხო მანძილზე ჩაუვლის, მაგრამ მეცნიერთა თქმით შემდეგ ჯერზე რანდევუ უფრო ახლო მანძილზე შედგება. ამიტომაც მნიშვნელოვანია მსგავსი ობიექტების შესწავლა, რათა შემუშავდეს და გაუმჯობესდეს ასეთი საფრთხეების თავიდან აცილების ტექნოლოგიები.

“2079 წელს ასტეროიდი   1998 OR2 დედამიწასთან 3.5–ჯერ უფრო ახლოს ჩაივლის, ვიდრე წელს. ამიტომაც მნიშვნელოვანია მისი ზუსტი ორბიტა ვიცოდეთ  “– ციტირებს ობსერვატორიის სპეციალისტს, ფლავიან ვენდეტის გამოცემა Huffington Post.

newsreport.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია