დემოკრატია მარტივი არ არის და მაშინ როცა თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, ის მშვიდობიანად უნდა დარჩეს – კინზინგერი

დემოკრატია მარტივი არ არის და მაშინ როცა თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, ის მშვიდობიანად უნდა დარჩეს- აღნიშნული განცხადება, აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ, ტვიტერზე გაავრცელა.

კინზინგერმა თალაკვაძესთან შეხვედრა შეაფასა და დაწერა, რომ მისი ძალისხმევა და აშშ-ში შეხვედრების გამართვა დასაფასებელია.

“დემოკრატია მარტივი არ არის და მაშინ როცა თავისუფალ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები ნორმალური მოვლენაა, ის მშვიდობიანად უნდა დარჩეს. ასევე, მოქალაქეები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი სასამართლო სისტემა ყველასთვის სამართლიანი იქნება, დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. საქართველოში კომპრომისზე უნდა წავიდეს ყველა მხარე, რომელიც ჩართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში”, — წერს კინზინგერი ტვიტერზე.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.