დიდუბის ტერიტორიის მიმდებარედ მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზად სიგარეტის თხოვნა სახელდება

მოზარდების მასობრივი ჩხუბი წერეთლის გამზირზე – დაახლოებით ერთი საათის წინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ათზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. მათგან ორი, ფიზიკური დაზიანებით იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

პედიატრი, თამარ ყიყიშვილი აცხადებს, რომ ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მალე გაწერენ.

„სავარაუდოდ, იყვნენ ნაცემები ეს ბავშვები თანატოლების მიერ. ერთ-ერთს აღენიშნებოდა მრავლობითი ესკორიაციები სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მეორე პაციენტს ჰქონდა ორი ნახეთქი ჭრილობა თხემისა და საფეთქლის არეში, ორივე ჭრილობა გაიკერა,“ – განაცხადა თამარ ყიყიშვილმა.

კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზად კი სიგარეტის თხოვნა სახელდება.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.