დოდო გუგეშაშვილმა შვილის გარდაცვალების ამბავი ამ დრომდე არ იცის, ის ჯერ კიდევ რეანიამაციაში რჩება

დოდო გუგეშაშვილი ისევ რეანიმაციაში რჩება და ჯერ კიდევ არ იცის შვილის გარდაცვალების ამბავი. მხედრიონის ყოფილი ლიდერი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშაა და უცნობია გადაიყვანენ თუ არა პალატაში. ასევე გაურკვეველია როდის დაკითხავენ მას გამომძიებლები.

„ქალბატონი დოდოს მდოგმარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად დამაკმაყოფილებელია, არ არის გამორიცხული, დღეს გადაიყვანონ პალატაშიც… ქალბატონი დოდო, როგორც ექიმები გადმოგვცემენ არის კონტაქტური, მაგრამ ვცდილობთ, რომ არ შევაწუხოთ. ამ ეტაპზე ვერავინ ვერ შედის, ვერავინ ვერ ნახულობს,“ – განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა, ალექსანდრე სუხაშვილმა.

ალექსანდრე სუხაშვილის თქმით, კონსილიუმი გადაწყვეტს, როდის შეძლებს დოდო გუგეშაშვილი სამართალდამცავების კითხვებზე პასუხის გაცემას.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში უცნობი პირი დაესხა თავს. დამნაშავემ მისი შვილი ადგილზე, რამდენიმე გასროლით მოკლა, თავად გუგეშაშვილი კი გულ-მკერდის არეში დაჭრა.

“კურიერის” ცნობით, სავარაუდო დამნაშავემ საქართველო დატოვა, თუმცა შესაბამის უწყებებს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.