დოდო გუგეშაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერც დღეს დაკითხავენ

დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და პალატაში მისი გადაყვანა არც დღეს იგეგმება.

შესაბამისად სამართალდამცველები გუგეშაშვილს ვერც დღეს დაკითხავენ.

„ის ისევ მძიმედაა, აპარატიდან მოხსნილია, ყველა ვარიანტში გადარჩენილია, მაგრამ სანამ კარგად არ გამოაღვიძებენ და პალატაში არ გადაიყვანენ, დაკითხვა ვერ მოხდება“, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ.

მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმაზე ვერსიები არ აქვს.

„ჩვენთვის მთავარია დოდოს ჯანმრთელობა, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გვაინტერესებს ეს და მერე ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.

მანამდე გავრცელდა ინფრომაცია, რომ “მხედრიონის” ყოფილი ლიდერი დღეს უნდა დაკითხონ.

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.