დონალდ ტრამპმა ის მედიკამენტები დაასახელა, რომელთა კომბინაციამ მედიცინის ისტორიაში შესაძლოა, „სიტუაცია მკვეთრად შეცვალოს“

ჰიდროქსიქლოროქინის და აზიტრომიცინის კომბინაციას რეალური შანსი აქვს, მედიცინის ისტორიაში სიტუაცია მკვეთრად შეცვალოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Facebook-ზე დაწერა.

„საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ დიდი სამუშაო ჩაატარა. მადლობა მათ. იმედია, ჰიდროქსიქლოროქინი და აზიტრომიცინი დაუყოვნებლივ ჩაეშვება გამოყენებაში. ხალხი კვდება, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და ღმერთი გფარავდეთ ყველას“, – დაწერა დონალ ტრამპმა Facebook-ზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.