დროა, აშშ-მა საქართველოს ჩრდილოვან მმართველს პასუხი აგებინოს – Bloomberg

დროა, აშშ-მა საქართველოს ჩრდილოვან მმართველს პასუხი აგებინოს - Bloomberg

“შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ჩრდილში მყოფ მმართველს პასუხი უნდა აგებინოს”,- ამ სათაურით Bloomberg-ი მორიგ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი ელი ლეიქი წერს, რომ საქართველოს დემოკრატრიას საფრთხე ემუქრება.

“საქართველოს დემოკრატრიას საფრთხე ემუქრება. ახლა ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოსთვის არის ის, რომ მისი ყველაზე მდიდარი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი. მან დააფუძნა და თავმჯდომარეობს „ქართულ ოცნებას“, პრემიერი გახარია კი მის სიამოვნებას ემსახურება”, – წერია სტატიაში.

სტატიის ავტორი საუბრობს პრემიერ გიორგი გახარიაზეც და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრობამდე გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რომლის სახელსაც უკავშირდება მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლა.

“პროტესტის შემდეგ, მმართველი პარტია დათანხმდა რიგი რეფორმების გატარებას, მაგრამ გახარიას დანიშვნასთან ერთად, ეს დაპირებები შეუსრულებელი დარჩა. გახარიას დანიშვნა მნიშვნელოვანი სიმბოლოა ქვეყანაში არსებული კრიზისისა.

საქართველოს პოლიტიკური ელიტის ნაწილისგან განსხვავებით, მან სულ ცოტა ხანი დაჰყო საქართველოში. მან მხოლოდ 2013 წელს დატოვა რუსეთის მოქალაქეობა”, – ნათქვამია სტატიაში და აავტორი აღნიშნავს, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კონგრესი და ტრამპის ადმინისტრაცია უფრო ეფექტური იქნებოდა, თუ ისინი თავიანთ შეშფოთებას უშუალოდ ივანიშვილს გაუზიარებდნენ.

“დროა, შეერთებულმა შტატებმა პასუხისმგებლობა დააკისროს საქართველოს რეალურ მმართაველს თავისი ქმედებებისთვის”, –  წერია სტატიაში.

ghn.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.