დუგინი: “თუ წარმოვიდგენთ, რომ რუსული ტანკები თბილისში შემოვიდოდნენ, დღეს პოლიტიკური სიტუაცია დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც ივანიშვილის პირობებშია”

“სინამდვილეში საქართველოს დანაწევრების იდეა არასდროს არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში”, – ამის შესახებ რუსმა იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა ინტერნეტ-ტელევიზიის ალტ-ინფოს ეთერში განაცხადა.

“საქართველოს ერთიანობისთვის აუცილებელია ის იყოს “როგორც მინიმუმ ნეიტრალური”, რაც დღეს არის. სინამდვილეში საქართველოს დანაწევრების იდეა არასდროს არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში, სხვა საქმეა, რომ იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი იყოს, საქართველო როგორც მინიმუმ უნდა იყოს ნეიტრალური. იგივე პრინციპი მოქმედებს უკრაინასთან მიმართებაშიც.

თავისთავად ჩვენ გვაქვს იმპერიული განზომილება. ეს იყო ყოველთვის. ამის უარყოფა აბსურდული იქნებოდა. თუ წარმოვიდგენთ, რომ რუსული ტანკები თბილისში შემოვიდოდნენ, დღეს პოლიტიკური სიტუაცია დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც ივანიშვილის პირობებშია, იდენტური იმისა, რაც დღეს არის”, – აცხადებს დუგინი.

წყარო: bfm.ge

P.S. დუგინი არის საქართველოს N1 მტერი პუტინის შემდეგ, იგი არის რუსული რბილი ძალით შემოჭრისა და საქართველოს დამონების იდეოლოგი, რასაც ეს სტატიაც ადასტურებს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.