დუგინი: დღეს საქართველო უფრო ნეიტრალურია – საჯარო აღიარება რომ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა და ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება?

“ჩვენ ვხედავთ, რომ სუბიექტი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ისტორიული, გეოპილიტიკური, ძლიერი, მართლმადიდებლური საქართველოს მომავალი, დგას არა იმაზე, რომ იყოს წინააღმდეგობის წერტილი რუსეთსა და დასავლეთს შორის, არამედ იმაზე, რომ საქართველო იყოს ხიდი რუსეთსა და ნორმალურ დასავლეთს შორის,” – ამის შესახებ ცნობილმა რუსმა იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა ინტერნეტ ტელევიზიის ალტ-ინფოს ეთერში განაცხადა.

ალექსანდრ დუგინმა გაიხსენა თავისი ცნობილი გამოსვლა 2008 წელს, როდესაც იგი რუსეთის არმიას თბილისის აღებისკენ მოუწოდებდა

“როდესაც, მე გამოვდიოდი წინადადებით ტანკები შეგვეყვენა თბილისში ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო მიმართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თუ რუსული ტანკები შემოვიდნენ თბილისში, ჩემი აზრით სიტუცია დღევანდელისგან ბევრად განსხვავებული არ იქნებოდა.

დღეს საქართველო უფრო ნეიტრალურია, დიახ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნატოს, ეს არის სასტიკი ბრძოლა გადარჩენაზე, თუმცა არ ღირს რუსული ოკუპაციის დემონიზება.

თავისთავად ჩვენ გვაქვს იმპერიული განზომილება. ეს იყო ყოველთვის. ამის უარყოფა აბსურდული იქნებოდა. თუ წარმოვიდგენთ, რომ რუსული ტანკები თბილისში შემოვიდოდნენ, დღეს პოლიტიკური სიტუაცია დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც ივანიშვილის პირობებშია”, – აცხადებს დუგინი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.