დღეიდან აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის მიერ დამზადებული კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის მასობრივი აცრა იწყება. NBC-ის ის ინფორმაციით, ვაქცინის გადამტანი სატვირთო მანქანები Pfizer-ის ქარხნიდან უკვე დაიძრნენ.
NBC-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოსახლეობა ვაქცინის პირველი პარტიის გადამზიდავ სატვირთო მანქანებს ოვაციებით ხვდება.
აშშ-ს არმიის გენერალ გუსტავ პერნას განცხადებით, რომელიც ვაქცინის განაწილებას აკონტროლებს, მიმდინარე კვირაში ვაქცინის სამ მილიონამდე დოზა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვაქცინაციის ცენტრებში თანაბრად განაწილდება.
მაღალი შანსია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინა ხელმისაწვდომი უკვე იანვრიდან გახდეს, – ამის შესახებ პროფესორმა,
პირველ ეტაპზე ვაქცინაციისთვის პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალს, თავშესაფრებში მცხოვრებ და მომუშავე ადამიენებსდა სხვა რისკ ჯგუფის წარმომადგენელებს მიენიჭებათ.
აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანომ, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, Pfizer/BioNTech-ის მიერ დამზადებული კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების უფლება პარასკევ საღამოს დაჩქარებული წესით გასცა.