დღეიდან ქუთაისში გარევაჭრობაზე სანქციები მკაცრდება

ქუთაისში ცენტრალური ბაზრისა და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია სპეციალურმა სერვისებმა დაასუფთავა. ტერიტორიიდან გარემოვაჭრეთა დახლები და სხვადასხვა მოწყობილობები აიღეს.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ზვიად ჯავახიას თქმით, დღეიდან ქუთაისში გარევაჭრობაზე სანქციები მკაცრდება და იმ მოქალაქეებს, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.

ქუთაისი მერია გარემოვაჭრეებს ბაზარში შესვლას სთავაზობს. სანაცვლოდ ისინი 3 თვის განმავლობაში მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.