ხუთშაბათი, აპრილი 8, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე საზოგადოება

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, დაუმარცხებელი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2021/04/06
in საზოგადოება, სამხედრო, ყველა სიახლე
Reading Time:1min read
26 0
0
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, დაუმარცხებელი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა
51
გაზიარება
101
ნახვა
Share

გიორგი მაზნიაშვილი

გიორგი მაზნიაშვილი, 1871 წლის 6 აპრილს, გორის მაზრის სოფელ სასირეთში დაიბადა. დაამთავრა კადეტთა კორპუსი და შემდგომ, სამხედრო სასწავლებელი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში, სადაც მძიმედ დაიჭრა. პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში, კაპიტნის წოდებით ირიცხებოდა ციმბირის მე-2 მსროლელ პოლკში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, გიორგი მაზნიაშვილი ვარშავასთან მძიმედ დაიჭრა და  პეტერბურგში მკურნალობდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მას პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა და ციმბირის I მსროლელ პოლკს მეთაურობდა. 1917 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით.

დაკავშირებულიპოსტები

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

აპრილი 8, 2021
100
“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან

“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან

აპრილი 8, 2021
100
რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც – გენერალი ბენ  ჰოჯესი

რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც – გენერალი ბენ ჰოჯესი

აპრილი 8, 2021
102

1917 წლის მეორე ნახევარში გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და  ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში აქტიურად ჩაერთო. 1918 წლის გაზაფხულზე  იგი ქართული კორპუსის მეორე დივიზიას ჩაუდგა სათავეში. 1918 წლის 8 აპრილს, მდინარე ჩოლოქთან, მისი სარდლობით, მცირერიცხოვანმა ქართულმა ჯარმა მოწინააღმდეგეს მძიმე დარტყმა მიაყენა და მისი წინსვლა შეაჩერა.

1918 წლის ივნისში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა. მისი თაოსნობით, ქართულმა ჯარმა ჯერ აფხაზეთი და შემდგომ, სოჭისა და ტუაფსეს ოლქები რუსული ბოლშევიკური შეიარაღებული ფორმირებებისგან გაწმინდა. თუმცა, აგვისტოს ბოლოს ქართველებს ტუაფსეს დათმობა მოუწიათ. ბოლშევიკურმა ტამანის არმიამ, უკანდახევის დროს, ტუაფსეში განლაგებული მცირერიცხოვანი ქართული ნაწილები დაამარცხა, ხოლო ვიდრე დამატებითი ქართული ძალა სოჭიდან ტუაფსესკენ წავიდოდა, ოლქი თეთრგვარდიელებმა დაიკავეს, რომლებიც ფეხდაფეხ მისდევდნენ ბოლშევიკებს.

ნიშანდობლივია, რომ თავდაპირველად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტრო, ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, სამხედრო დამსახურებისთვის, თბილისში შემორჩენილ რუსულ სამხედრო ორდენებს ურიგებდა. გენერალი მაზნიაშვილი ნატანებ-ჩოლოქის ბრძოლაში გამარჯვებისთვის ხმლით შემკული წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარებული ოპერაციისთვის – ხმლით შემკული წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 

გენერალი მაზნიაშვილი 1918 წლის 25-26 სექტემბერს, ეკატერინოდარში, სამხრეთ რუსეთის მოხალისეთა მოძრაობის ლიდერებთან, გენერალ ალეექსეევსა და დენიკინთან გამართულ უშედეგო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს საკითხებსა და თეთრგვარდიელებთან საქართველოს რესპუბლიკის ურთიერთობას ეხებოდა.

1918 წლის დეკემბერში გენერალი მაზნიაშვილი სადახლო-შულავერის ფრონტის სარდლად დაინიშნა, სადაც აქტიური კონტრშეტევით მოწინააღმდეგეს უკან დაახევინა და სადახლო და შულავერი მისი შენაერთებისგან გაათავისუფლა. მაზნიაშვილის სამხედრო ნაწილების წინსვლა, 1918 წლის 31 დეკემბრის 24 საათზე, სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის ბრძანებამ შეაჩერა.

1919 წლის თებერვალში გენერალი მაზნიაშვილი ახალციხისა და ახალქალაქის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა.  ხელთ არსებული მცირერიცხოვანი ძალებით მან ვერ მოახერხა ე.წ „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ მთავრობის შეიარაღებული ფორმირებებისა და ადგილობრივი სეპარატისტებისგან ახალციხის დაცვა, რის გამოც იგი გენერალმა კვინიტაძემ შეცვალა.

1919 წლის ზაფხულში გენერალ მაზნიაშვილის წინააღმდეგ, ახალციხის დაცემასთან დაკავშირებით, საქმე აღიძრა. თუმცა, სასამართლომ ერთწლიანი კვლევა-ძიების შედეგად გენერალი სრულიად გაამართლა. გამართლებისთანავე, გიორგი მაზნიაშვილი თბილისის სადარაჯო ათასეულისა  და  თბილისის გარზნიზონის მეთაურად დაინიშნა.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, თბილისის დაცვისას, გენერალი მაზნიაშვილი ქალაქის თავდაცვის ცენტრალურ სექტორს მეთაურობდა. მის სექტორში, ქართულმა არმიამ ომის ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც 19 თებერვალს, რუსული 58-ე მსროლელი ბრიგადა თითქმის სრულიად გაანადგურა. ამ ბრძოლაში მოწინააღმდეგემ დაღუპულების სახით  500-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო ტყვედ  1600-მდე რუსი სამხედრო ჩავარდა.

ოსიაურის ბრძოლის დროს, გიორგი მაზნიაშვილი ერთ-ერთ სექტორს, ხოლო მოგვიანებით ლიხის ქედის თავდაცვის მარჯვენა სექტორს მეთაურობდა. 10 მარტს, სენაკის მაზრაში, მდინარე ცივთან, გენერალმა მაზნიაშვილმა აფხაზეთიდან შემოჭრილი რუსული ძალების შეტევა მოიგერია, რითაც ქართულ ძალებს სამტრედიიდან გასვლა და საჯავახოს ხაზზე გამაგრების საშუალები მისცა. 1921 წლის 18-21 მარტს, გიორგი მაზნიაშვილმა, ქართული ჯარით, ბათუმი მოწინააღმდეგის ნაწილებისგან გაწმინდა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი მაზნიაშვილი ქართულ წითელ ჯარში მსახურობდა და დივიზიას მეთაურობდა. 1921 წლის 6 სექტემბერს იგი ორი წლით, თბილისში, მეტეხის ციხეში დააპატიმრეს. 1923 წელს „სამხედრო ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით, თავდაპირველად, დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა სასჯელი საზღვარგარეთ გადასახლებით შეუცვალეს, რის შემდეგაც იგი, რამდენიმე წლის განმავლობაში, ირანსა და საფრანგეთში ცხოვრობდა. 1925 წელს გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ცხოვრება მშობლიურ სოფელ სასირეთში გააგრძელა. 1937 წელს გენერალი მაზნიაშვილი დააპატიმრეს და დახვრიტეს.

გენერალი გიორგი კვინიტაძე მის შესახებ წერდა: „გენერალი მაზნიაშვილი მამაცი იყო. რამდენჯერმე ვნახე სროლების ქვეშ და შემიძლია დავამოწმო. მაშინაც მამაცურად იქცევა, როცა სიტუაცია ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტი სიმამაცისგან ზარალდება კიდეც. ის ხშირად რისკავს საკუთარი თავით, რამდენჯერმე შეიძლებოდა მისი დაკარგვა, რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა ჩვენთვის“.

2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

მსგავსიპოსტები

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე
ავტორი INFONEWS.GE
აპრილი 8, 2021
0
100
25 0
Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend

“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან

“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან
ავტორი INFONEWS.GE
აპრილი 8, 2021
0
100
25 0
Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend

რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც – გენერალი ბენ ჰოჯესი

რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც – გენერალი ბენ  ჰოჯესი
ავტორი INFONEWS.GE
აპრილი 8, 2021
0
102
25 1
Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend

ფასების 17 წლიანი მაქსიმუმი

ფასების 17 წლიანი მაქსიმუმი
ავტორი INFONEWS.GE
აპრილი 8, 2021
0
101
25 0
Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend

რატომ ელოდებით რუსული ოკუპაციის დაგმობას, როცა მეზობლის მუქარაზე ხმას არ იღებთ – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ილვესი

დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია

  • აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, ერთობლივად გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინასა და საქართველოში

    აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, ერთობლივად გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინასა და საქართველოში

    906 shares
    Share 362 Tweet 227
  • რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

    68 shares
    Share 27 Tweet 17
  • კელი დეგნანი – პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რათა მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი

    729 shares
    Share 292 Tweet 182
  • ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

    51 shares
    Share 20 Tweet 13
  • ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შოკისმომგვრელი ჩანაწერები – ვის ხელშია ქვეყანა (ვიდეო)

    81 shares
    Share 32 Tweet 20

იურიდიული კომპანია

Recent News

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

აპრილი 8, 2021
100
“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან

“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან

აპრილი 8, 2021
100
რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც – გენერალი ბენ  ჰოჯესი

რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც – გენერალი ბენ ჰოჯესი

აპრილი 8, 2021
102
ფასების 17 წლიანი მაქსიმუმი

ფასების 17 წლიანი მაქსიმუმი

აპრილი 8, 2021
101

სიცრუის დეტექტორი

  • “ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის მომავალი საფრთხეშია” – ევროპარლამენტარები
  • “საქართველოს მთავრობა რისკავს იმ კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ ამერიკის სენატში არსებობს”
  • აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, ერთობლივად გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინასა და საქართველოში
  • კელი დეგნანი – პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რათა მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი

GPS მონიტორინგი

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

დაათვალიერეთ კატეგორიის მიხედვით

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

სახელმწიფოს მიტაცების დონე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 4-5 წლის წინ – ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოზე

აპრილი 8, 2021
“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან

“სახელმწიფო მიტაცებულია” – მორიგი გაფრთხილება ბრიუსელიდან

აპრილი 8, 2021

  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist