დღის Top-10 საინტერესო ამბავი – commersant

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

1.„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს

მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი ფინეთშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ გლობალური საერთაშორისო კომპანია NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, იაფი იპოთეკური სესხებით, 103 ქვეყანას შორის, საქართველო 88-ე ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 12,12% -ს შეადგენს. თემას „კომერსანტთან“ ექსპერტები აფასებენ და აცხადებენ,რომ იპოთეკური სესხის მაღალ საპროცენტო განაკვეთს საქართველოში მონოპოლიზირებული საბანკო სექტორი და არასტაბილური მაკროეკონომიკური გარემო განაპირობებს.

2.როგორ გეგმავს ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის შექმნას ინვესტორთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი

2019 წლის დეკემბერში ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე მარიამ მეღვინეთუხუცესი ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა შეცვალა.რა ძირითადი მიმართულებებით გეგმავს ინვესტორთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნას და კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება გამახვილებული მისი მხრიდან ყურადღება, ამ თემებზე გიორგი ჩერქეზიშვილმა „კომერსანტთან“ ისაუბრა.

3.„ჩინეთთან და ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვით,საქართველომ შესაძლოა მომდევნო 4 თვის განამავლობაში 100 მილიონი აშშ დოლარი დაკარგოს“

კორონავირუსს გავლენა საქართველოზეც ექნება. ამის შესახებ ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს. „ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას უკვე ირანიდან ფრენების აკრძალვა მოჰყვა. თუ ვირუსი უახლოეს თვეებში კონტროლს არ დაექვემდებარა შესაძლოა გაიზარდოს ჩაკეტილი ქვეყნების და შესაბამისად მიუღებელი შემოსავლის მოცულობაც.

4.„საქართველო იტალიის ნაწილი მგონია“ – ინტერვიუ ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ მფლობელთან

რამ გადააწყვეტინა 2015 წელს იტალიელ ბიზნესმენს საქართველოში სხვადასხვა ბიზნესის განვითარება და რა გეგმები აქვს სამომავლოდ?„კომერსანტი“ გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს ბიზნესმენ ფაბიო მანინისთან.

5.საბაზრო ეკონომიკას დაცვა სჭირდება პოლიტიკური ინტერვენციებისგან, მეტი დაბეგვრისგან – ბალცეროვიჩი

შოკური თერაპიის ავტორმა, ლეშეკ ბალცეროვიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ კანონის უზენაესობისა და ბაზრის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, წარმატებული და განვითარებული ქვეყანა არ შედგება კარგი პოლიტიკოსებისგან, „ასეთ ქვეყანებში კანონი უზენაესია და ის დამოუკიდებელია პოლიტიკოსებისგან,“- ამბობს ბალცეროვიჩი.

6.ბათუმში, Le Méridien-ის სასტუმრო პირველ სტუმრებს მარტში მიიღებს

ობიექტში იქნება ღია და დახურული აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი, რამდენიმე რესტორნი, ლაუნჯი და ღია ტერასა , საკონფერენციო და სადღესასწაულო დარბაზები და სამორინეები. აქ გაიხსნება ორსართულიანი კაზინოც.

7.ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა.

8. 876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია მოცემული.როდის დასრულდება მშენებლობა, როდის იგეგმება სტადიონის ექსპლუატაციაში მიღება და ვინ გაუწევს მას ოპერირებას. ვრცლად იცილეთ მასალაში.

9. როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის.

10.გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა. იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ ზრდაზე.

https://commersant.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.